loader

"წარმომიდგენია, სად და რა პირობებში აწარმოებენ" - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმომიდგენია, სად და რა პირობებში აწარმოებენ" - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა

სოციალურ ქსელში  Dantsa Khabeishvili ავრცელებს ვიდეოს მინაწერით: 

"არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი მოიქცეს მსგავს სიტუაციაში.. ძალიან ბევრი ნეგატიური ხასიათის ვიდეო მინახავს და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გასაჯაროებას დიდად აზრი არ აქვს.. არც იმას, კონკრეტულ ობიექტს დაესხა თავს ან უჩივლო..

მაგრამ მივხვდი, რომ სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, რათა ხმა მივაწვდინოთ ვინმე იმ ზემოთ მდგომთ, ვისაც ეხებათ ამ პრობლემის გადაჭრა.

ეს არის შპს "გემრიელი" - ხორცპროდუქტების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსთავში.

ვერანაირ სრულ და მისაღებ ინფორმაციას ვერ ვპოულობ მათზე. წარმომიდგენია, სად და რა პირობებში აწარმოებენ.

ძალიანაც სწორად მეჩვენება უკვე ასეთი სახის ვიდეოების გამოქვეყნება! იქნებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან მაინც ნახოს, რისი ჭამა გვიწევს!!!" - ნათქვამია სტატუსში.

"პალიტრავიდეო" კომპანია "გემრიელის" წარმომადგენელთან დაკავშირებას ცდილობს.