loader

5 საშიში საფეხმავლო ხიდი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 საშიში საფეხმავლო ხიდი თბილისში

თბილისში ქვეითებისთვის 34 ლითონის საფეხმავლო ხიდია განკუთვნილი, რომელთა ნაწილი უკვე თვეებია დაზიანებულია. ლითონის ფირფიტები მჭიდროდ დამაგრებული არ არის, შესაბამისად, მასზე გადასვლისას შესაძლებელია, მოქალაქეები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

რამდენიმე ასეთი დაზიანებული ხიდი დედაქალაქის სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც მდებარეობს.

1. აღმაშენებლის ხეივანი, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია
2. დიღმის მასივში მდებარე ორი საფეხმავლო ხიდი
3. ყაზბეგის გამზირი, 52-ე სკოლის წინ მდებარე ხიდი
4. ვაჟა-ფშაველას გამზირი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ მდებარე ხიდი
5. "ღრმაღელის" მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელშიც კომპანია" უნივერსალმშენმა" გაიმარჯვა. ხიდების რეაბილიტაციის ტენდერით გათვალისწინებული თანხა 237 732 ლარია.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.



ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი