loader

მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ - ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ - ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა

თბილისის პროკურატურასთან, სადაც "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა იკითხება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პროკურატურასთან მისვლის მიზეზი კუპრავასთვის სოლიდარობის გამოცხადებაა. სარალიძის თქმით, კუპრავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებული ხარვეზების აღმოჩენაში აქტიურად ეხმარება.