loader

ქუჩა საგზაო ნიშნების გარეშე და დაბნეული მძღოლები - რა ხდება მერიასთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუჩა საგზაო ნიშნების გარეშე და დაბნეული მძღოლები - რა ხდება მერიასთან?

ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდა. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შედიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე განაგრძობენ მოძრაობას.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება ძალაში თვის დასაწყისში შევიდა, აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ნიშნები ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული.

"პალიტრავიდეო" თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ქუჩების შესწავლა, რის შემდეგაც მოხდება მათზე საგზაო ნიშნების როგორც დახაზვა, ასევე განთავსება.

იხილეთ "საგზაო უსაფრთხოების" სრული გადაცემა