loader

კიბოს საწინააღმდეგო ვირუსი ცხელ წყლებში აღმოაჩინეს - რის საშუალებას მისცემს სიახლე მეცნიერებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიბოს საწინააღმდეგო ვირუსი ცხელ წყლებში აღმოაჩინეს - რის საშუალებას მისცემს სიახლე მეცნიერებს?

მეცნიერებმა იელოუსტონის ნაციონალური პარკის ცხელ წყლებში უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს - წყაროს წყალში აღმოჩნდა ვირუსი, რომელიც შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის საფუძველი გახდეს. ახალი ვირუსის სახელწოდებაა Acidianus. ვირუსის გამოსაკვლევად, მეცნიერებმა გამოიყენეს ორი მეთოდის - კრიოელექტრონული მიკროსკოპიისა და რენტგენული კრისტალოგრაფიის კომბინაცია. კვლევამ ვირუსის უნიკალური თავისებურება აჩვენა - მას შეუძლია კვერცხისმაგვარი ფორმიდან მომენტალურად გარდაიქმნას ცილინდრულად.

მეცნიერების აზრით, აღნიშნული ტრანსფორმაცია, სავარაუდოდ, ვირუსს სხვადასხვა უჯრედში ეფექტურად ჩანერგვის და საკუთარი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისა და რიბონუკლეინის მჟავის კოპირების საშუალებას მისცემს. სწორედ ამ თავისებურების მედიცინაში გამოყენებაა აქტუალური. შესაძლებელია, ვირუსი გადააქციონ წამლების გადამტანად, "დატვირთონ" პრეპარატით ან აუცილებელი გენეტიკური ინფორმაციით და შემდეგ ჩანერგონ კიბოს უჯრედებში.