loader

"მამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს" - მოზარდების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს" - მოზარდების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე

"მამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს. ის, რაც ვთქვი, ტყუილია," - ამონარიდები 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას, ჩვენებიდან.

11 აპრილის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პროკურატურის მთავარმა იმედმა სხდომაზე წინასწარ გამოძიებაში მიცემული სამი ჩვენების შინაარსი უარყო. თქვა, რომ განსასჯელის სკამზე მსხდომი არასრულწლოვნების ხელში დანა არ დაუნახავს და წინა ჩვენებებში ამის მითითება გამომძიებლებმა აიძულეს.

სასამართლოში დაკითხვის პირველ დღეს კალანდიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ზეწოლა არა მხოლოდ მასზე ხორციელდებოდა, არამედ მამამისზეც, რომელიც ამავე საქმეზე, თუმცა, დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული. 11 აპრილს მთავარი მოწმის დაკითხვა სკანდალური განცხადებით დასრულდა - მიხეილ კალანდია სახლში წავიდა, სასამართლო სხდომა კი ორ დღეში დაინიშნა.


იხილეთ: "ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს" - ხორავას ქუჩაზე მოკლული დადუნაშვილის დედა