loader

ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, ის კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.