loader

"ჰეროკრატიაში" მონაწილეობისთვის მსახიობი სააკაშვილს ბოდიშს უხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰეროკრატიაში" მონაწილეობისთვის მსახიობი სააკაშვილს ბოდიშს უხდის

გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმში "ჰეროკრატია" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, რეჟისორი და მსახიობი ოთარ მიქელაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. მიქელაძის "ფეისბუქ"-სტატუსი სააკაშვილმა საკუთარ ოფიციალურ გევრდზე გამოაქვეყნა:

„ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს !

ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ:

1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა „ ქართულ ოცნებაში“ ;

2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი „ ქართულ ოცნებას“ ;

3. როგორც მსახიობმა,მონაწილეობა მივიღე მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ჰეროკრატია“;

პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე

23.04.2018.“