loader

"ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი" - საქალაქო სასამართლოსთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ახლობლების აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი" - საქალაქო სასამართლოსთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ახლობლების აქცია გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია, სახელწოდებით "ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი" გაიმართა. აქციაში ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, საჭიროა აღსრულდეს სამართალი და დანაშაულის წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს.

სარალიძის მტკიცებით, მოწმეები გამოძიების ზეწოლით ჩვენებებს ცვლიან. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.