loader

"არ გაეწია პირველადი დახმარება" - თვითმფრინავში გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცის ოჯახი "პეგასუსს" ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გაეწია პირველადი დახმარება" - თვითმფრინავში გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცის ოჯახი "პეგასუსს" ადანაშაულებს

თვითმფრინავში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს და კომპანია "პეგასუსს" ადანაშაულებს. 28 წლის მურაზ ხუდოევი დილის 5 საათზე, თვითმფრინავის დაძვრისთანავე შეუძლოდ გახდა და დაახლოებით, 10 წუთში გარდაიცვალა.

დაღუპული მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, ბორტზე ცუდად მყოფს პირველადი დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რაც საბოლოოდ ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. გარდაცვლილის დებმა მგზავრების ნაამბობით იციან, რომ რეისის გაფრენა, თითქმის, ნახევარი საათით დაგვიანდა და ბორტზე ჟანგბადის ნაკლებობა იყო.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მურაზ ხუდოევი უყურადღებობასა და მომსახურე პერსონალის არაკვალიფიციურობას ემსხვერპლა.