loader

ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დღეიდან დაიწყო - ინფორმაცია მათთვის, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დღეიდან დაიწყო - ინფორმაცია მათთვის, ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა!

26 აპრილიდან 15 ივნისამდე კომპანია "სპექტრუმის" ინტერვიუერები მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებენ, - ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

მათი ინფორმაციით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები შემუშავდება.

მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით დამუშავდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია "სისტრა" და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია "სპექტრუმი" იმუშავებენ. კვლევასა და მასზე დაფუძნებულ გეგმას კომპანია "სისტრა" მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოამზადებს.


ავტორი: თიკო გურაშვილი