loader

"საქართველოს ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ქართულენოვანი პორტალი "ბიზნეს ჰაბი" შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ქართულენოვანი პორტალი "ბიზნეს ჰაბი" შექმნა

"საქართველოს ბანკმა" მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქართულენოვანი პორტალი "ბიზნესჰაბი" შექმნა.

პორტალი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციასა და სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას გაეცნონ, რაც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას მისცემს, მიიღოს რჩევები, როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოოს საკუთარი ბიზნესი.

პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ. ტაბში "იდეიდან წარმატებამდე". "ბიზნეს ჰაბი", როგორც პორტალი, იძლევა ინფორმაციას მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიისა თუ ადამიანური რესურსების მიმართულებით.

პორტალის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია "საქართველოს ბანკის" ისეთი პროექტების შესახებ გაეცნოს ინფორმაციას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და "აწარმოე საქართველოში". ასევე, პროექტზე #მევქმნი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და მისი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.