loader

შს მინისტრი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.
"სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა, ზუსტად დადგინდეს, რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: ქალაქში შემოსულია მკვლელი ნივთიერება, არავინ საუბრობს, ვინ მფარველობს და რატომ არის ეს ნივთიერება ასეთი ხელმისაწვდომი - კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი

ჩემმა ახლობელმა პირველად გასინჯა ეს უცნობი ნარკოტიკი და გარდაიცვალა - ჯონდი ბაღათურია

უცნობია, რომელი ტოქსიკური ნივთიერება იწვევს პაციენტების ასეთ უგონო მდგომარეობამდე მიყვანას - ალადაშვილის კლინიკის ექიმი