loader

"ვარდების რევოლუციის" მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭება - თბილისში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარდების რევოლუციის" მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭება - თბილისში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა

დედაქალაქში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ერთ-ერთი ადგილი "ვარდების რევოლუციის" მოედანია.

"თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ვიცი, არის 20-დღიანი ვადა. წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს", - განაცხადა კალაძემ.