loader

"ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული, ბიზნესმენია" - რა არის ცნობილი ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული, ბიზნესმენია" - რა არის ცნობილი ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის შესახებ

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეხების შემთხვევაში აფეთქდებოდა.
ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ავტორები: თიკო გურაშვილი, ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ: "შოკში ვარ, ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, რა უბედურება გველოდა" - რა აღმოაჩინეს თბილისის ერთ-ერთ სადარბაზოში?