loader

ჩხუბი და ქვების სროლა გორის სტადიონზე - კლუბ "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი და ქვების სროლა გორის სტადიონზე - კლუბ "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


გორის "დილას" სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად, გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების, გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.