loader

რა ხდება თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ მოედანზე - მალე თქვენს საყვარელ ადგილს ვეღარ იცნობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ მოედანზე - მალე თქვენს საყვარელ ადგილს ვეღარ იცნობთ

რა ხდება თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ, ორბელიანის მოედანზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - მალე თქვენს საყვარელ ადგილს ვეღარ იცნობთ.
ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დაიწყო. პროექტისთვის ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარი გამოიყო. მასშტაბური სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. როგორც "პირიმზის" ტერიტორიაზე ყვავილებით მოვაჭრე ადამიანებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ "პირიმზის" ყველა თანამშრომელი ადგილზე გააგრძელებს საქმიანობას.
palitravideo დაინტერესდა, რა ეტაპზეა სამუშაოები და როგორი ტემპით მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია.
ავტორი: ნარიტა ჩხაიძე