loader

"მეზობლები დაიღუპნენ, ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ" - ქედაში მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეზობლები დაიღუპნენ, ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ" - ქედაში მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები


ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემური ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე გარდაიცვალნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Aმბები.გე სოფელ მახვილაურის მკვიდრს ესაუბრა:

- ნამდვილად, სამწუხარო ამბავი მოხდა. ავარიის შესახებ დილით გავიგეთ. მეზობლები დაიღუპნენ. ოთხი გარადცვლილი 50 წელს მიღწეული მამაკაცები იყვნენ. რაც შეეხება დათო დევაძეს იგი 30 წლამდე ასაკის იყო. როგორც ჩვენ ვიცით, ისინი ავტომობილით ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. არ ვიცით ავარიის მიზეზები, ალბათ გამოძება დაადგენს, რა მოხდა. გარდაცვლილები წარმოშობით, ქედის სოფლებიდან ახოსა და კვაშტადან არიან.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ:


რას ჰყვება თვითმხილველი ქედაში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა


უმძიმესი ავარია ქედაში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან, ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა



წყარო: ambebi.ge