loader

არ დატოვოთ მარტო! - როგორ უნდა მოიქცეთ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ან ზედოზირების შემთხვევაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ დატოვოთ მარტო! - როგორ უნდა მოიქცეთ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ან ზედოზირების შემთხვევაში

როგორ უნდა მოვიქცეთ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ან ზედოზირების შემთხვევაში? - "პალიტრავიდეომ" რჩევისთვის ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძეს მიმართა:

აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!
არ დატოვოთ პაციენტი მარტო!
აკონტროლეთ სუნთქვა და გულისცემა!
დააწვინეთ პაციენტი გვერდზე ისე, რომ არ მიიღოს ტრავმა!
შეამოწმეთ, აქვს თუ არა პირის ღრუ თავისუფალი. წინააღმდგ შემთხვევაში, საღეჭი რეზინი თუ სხვა საგანი ხელოვნურად კიდევ უფრო დააბრკოლებს სუნთქვას!
სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა!
აკონტროლეთ პაციენტის მდგომარეობა, შეუნარჩუნეთ სიფხიზლე!
სიფხიზლის შენარჩუნების მიზნით, შესაძლებელია სახეზე ცივი წყლის დასხმა, შემოლაწუნება და ტკივილის მიყენება დაზიანების გარეშე!
აუცილებლად დააფიქსირეთ, რომ გამოძახება ნარკოტიკული საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის ან ზედოზირების გამო მოხდა, რადგან სასწრაფომ შესაბამისი სწრაფი რეაგირება მოახდინოს!

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე