loader

რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი კლუბ "ანდერვილში", სადაც "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს, უკვე მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, როგორც აღნიშნა, ყრილობის შემდეგ გააკეთებს განმარტებებს.

ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს. დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს. ასევე, წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.