loader

"ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები" - სააკაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები" - სააკაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც, ასევე შემოტანის არხები, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობენ მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე.

"ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი,ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში. გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება მათი სიცოცხლისთვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.