loader

ჭანტურიას ქუჩაზე სპეცრაზმის ავტომობილები დგას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭანტურიას ქუჩაზე სპეცრაზმის ავტომობილები დგას

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობასთან, სპეცრაზმის ავტმობილებია მობილიზებული. ავტომანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: "პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი". საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ასევე: ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

"არცერთი კლუბის დახურვით, დარბევით, ეს პრობლემა არ მოგვარდება" - ბასიანზე დაკავებული ერთ-ერთი პირის დედის მიმართვა მშობლებს

წყლის ჭავლიანი მანქანა სავარაუდოდ, პარლამენტისკენ მიემართება

ბათუმში "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მხარდამჭერების სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს