loader

რას ფიქრობდა ანა ფრანკი სექსზე - "ანა ფრანკის დღიურის" აქამდე უცნობი ორი გვერდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ფიქრობდა ანა ფრანკი სექსზე - "ანა ფრანკის დღიურის" აქამდე უცნობი ორი გვერდი

ნიდერლანდების რამდენიმე მუზეუმმა "ანა ფრანკის დღიურების" აქამდე უცნობი ორი გვერდი გაავრცელა, რისი გაშიფვრაც მკვლევარებმა დიჯიტალური სკანირების მეშვეობით შეძლეს.

"ჩანაწერებს კიდევ უფრო ახლოს მივყავვართ გოგონასთან", - აცხადებს რონალდ ლეოპოლდი, "ანა ფრანკის სახლ-მუზეუმის" დირექტორი. ისინი ფრანკის "შავ იუმორსა" და სექსისადმი მის დამოკიდებულებას წააწყდნენ. მეტიც, ჩანაწერებში აღწერილია მისი ყოველდღიური სექსუალური განვითარება. ფრანკი, აგრეთვე, მამისგან, ოთოსგან გადმოცემულ ისტორიებს ჰყვებოდა, რომლებიც პროსტიტუციას ეხება. ანა გვერდებს საგულდაგულოდ მალავდა და ყავისფერი გვერდები ჰქონდა გადაკრული, რათა არავის წაეკითხა. ანა ფრანკი დასთან ერთად ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში 1945 წელს ინფექციური დაავადებით გარდაიცვალა. ფრანკი მხოლოდ 15-ის გახლდათ.  ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.