loader

ბაკურიანი და გუდაური 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაკურიანი და გუდაური 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

"საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა", - ამის შესახებ წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. თავად კენჭისყრა კი საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე ჩატარდა.

"ჩემპიონატი ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება", - განაცხადეს კენჭისყრისას.

როგორც ცნობილია, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე განაცხადი 2017 წელს შეიტანა.