loader

იცით, რომ ალერგიული რეაქციის გამოწვევა წყალსაც შეუძლია? - შეხორცების პროცესი ნელა მიდის და მისი სამკურნალო საშუალებები არ არსებობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იცით, რომ ალერგიული რეაქციის გამოწვევა წყალსაც შეუძლია? - შეხორცების პროცესი ნელა მიდის და მისი სამკურნალო საშუალებები არ არსებობს

წყლის ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს კანის დაწყლულების და სისხლმდენი ჭრილობების სახით. მსგავსი გამოვლინებები ხშირად სწრაფად ქრება, მაგრამ ზოგჯერ შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს და კანზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.

წყალზე ალერგიის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა 1963 წელს აღინიშნა, როდესაც 15 წლის გოგონას წყალთან კონტაქტის შემდეგ კანზე განუვითარდა ათზე მეტი წყლული. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ხშირად სწორედ მოზარდ გოგონებს აღენიშნებათ წყალზე ალერგიული რეაქცია. გარკვეულ როლს გენეტიკური განწყობაც ასრულებს.

აღნიშნული სახის ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, ისევე, როგორც სიმპტომატიკის შემამსუბუქებელი პრეპარატები, არ არსებობს. ექიმები ცდილობენ, წყლის მიმართ ალერგიას ჩვეულებრივი ანტიჰისტამინური პრეპარატების საშუალებით ებრძოლონ.