loader

"მზად ვარ ქალაქის მერი ჩემთან ოჯახში დავპატიჟო" - სოლიდარობის აქცია „რუსთაველის“ მეტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზად ვარ ქალაქის მერი ჩემთან ოჯახში დავპატიჟო" - სოლიდარობის აქცია „რუსთაველის“ მეტროსთან

"რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე “ერთობა-2013~-ის და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებულ ადამიანებს და აცხადებენ, რომ მათი შრომის პირობების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ხელფასების 45%-მდე ზრდა. შეკრებილი მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სამუშაო საათებში გაფიცვა აიკრძალა. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთგვარ გაუგებრობას იწვევს და აბსურდულია, ვინაიდან თუ გაფიცვაა, ეს ხდება სამუშაო პერიოდში, სხვა შემთხვევაში კი ის უბრალოდ აქცია გამოდის.

“ერთობა-2013~-ის წარმომადგენლები კი, რომელშიც მეტროპოლიტენის თანამშრომლები შედიან, თბილისის მერიას მათდამი უპატივცემულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უკვე 6 წელია არ კმაყოფილდება.

„რუსთაველის“ მეტროსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ავტორი: ნიკა საჯაია.