loader

რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან", რომელიც რამდენიმე საათის წინ გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან", რომელიც რამდენიმე საათის წინ გაიხსნა

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლები ტატო გეთია და ზვიად გელბახიანი კლუბში შევიდნენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. კლუბის დამფუძნებლები იურისტთან ერთად შევიდნენ. მათთან ერთად კლუბში ამ წუთებში იმყოფებიან გამომძიებლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანისთვის" ლუქის მოხსნის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, როგორც "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას დაუკავშირდა შსს-ს წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, რომ კლუბი "ბასიანი" გაიხსნება. როგორც გელბახიანი აღნიშნავს, სავარაუდოდ, კლუბი მუშაობას მიმდინარე კვირაში ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბი "ბასიანი" 12 მაისს, შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ დაიხურა.


ავტორი: მეგი ნარსავიძე