loader

თუ ე.წ. ყვითელი მარშუტკებით დადიხართ, შესაძლოა, მალე ეს სიახლე თქვენც შეგეხოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ე.წ. ყვითელი მარშუტკებით დადიხართ, შესაძლოა, მალე ეს სიახლე თქვენც შეგეხოთ

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე იყო საუბარი, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იმსჯელეს. აღნიშნულ პროექტს კომპანია "სისტრა" განახორციელებს.

გარდა ამისა, შესაძლოა,  რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდეს, რომლის იქითაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.