loader

რატომ შეეზღუდა დენის მიწოდება საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ შეეზღუდა დენის მიწოდება საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო, რის გამოც საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

“დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა“, - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.