loader

"ამის ყროლში რა ივლის, ვეტყვი, რომ გაფუჭდაო" - რა მოხდა "მარშრუტკაში"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამის ყროლში რა ივლის, ვეტყვი, რომ გაფუჭდაო" - რა მოხდა "მარშრუტკაში"?


სოციალურ ქსელში  Lukrecio Bakanidze ვრცელ სტატუსს აქვეყნებს: "წნორი-თბილისის რეისზე მარშუტკაში ამოვიდა ჩალმიანი თეთრწვერა ინდოელი. მძღოლი მგზავრებს გვეუბნება: ახლა ამას ვეტყვი, რო გაფუჭდა მარშუტკა და რო ჩავა, მერე დავიძრათო, არ დაიშალოთო. ამის ყროლში რა ივლის თბილისამდეო. მგზავრებმა: ხოვო, ეგრე ვქნათო. მერე ამ ინდოელს აუხსნა როგორც იქნა ვიღაცამ დამტვრეული ინგლისურით - ასე და ასეო. ინდოელს გაეღიმა და ოკეიო, დაველოდებიო შემდეგ რეისს. ჩამოვიდნენ მგზავრები და ზოგი ეწევა, ზოგი ნაყინს თუ ლიმონათს ყიდულობს. ჩამოვიდა ეს ინდოელიც და მეთქი, წამო გავიარ-გამოვიაროთ, სხვა რეისი სანამ მოვა - არ მინდა მიხვდეს ამბავს, თან ეს მგზავრებიც ნელ-ნელა იყრებიან ისევ მარშუტკაში, ამის თვალწინ. გავუყარე ხელმკლავი აემ ბერიკაცს და გავატასავეთ ქუჩაში. იმდენი ინგლისური არ ვიცი, ინდურზე რო არაფერი ვთქვა, საუბარი რო გავუბა და მივდივართ ეგრე ჩუმად. უცებ ეს ინდოელი მეუბნება სუფთა ქართულით: პირველი შემთხვევა არააო, რას მერჩიან, ვერ გავიგეო, დავუშავე რამე, მჭირსო კაცო რამე. მეთქი, შენ არაფერი გჭირს, ჩვენ გვჭირს. ძაან ღრმად გვჭირს პახოდუ. ბერიკაცმა კიდე: მანქანაც მყავსო, არც ტაქსის და ბენზინის ფული მიჭირსო, მაგრამ ადამიანებთან ერთად მგზავრობა მიყვარს და მიხარიაო. ჩემს ქვეყანაშიც ეგრე ვიქცევიო. ხოდა, მეთქი ადამიანი ვარ მე და წამო ტაქსით. და წავედით ტაქსით თფილისქალაქში. ლომისობას გილოცავთ".