loader

"მისი ხელი მეკავა ხელში, ეს ყველაზე რთული "ნუში" იყო ჩემს ცხოვრებაში" - ნატო გელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისი ხელი მეკავა ხელში, ეს ყველაზე რთული "ნუში" იყო ჩემს ცხოვრებაში" - ნატო გელაშვილი


29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს.

ნატო გელაშვილი:

- ყველაზე ლამაზი წლები, ბისზე ნამღერი ჩვენი სიმღერები და 20-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს გიოსთან. მისი საოცარი იუმორის გრძნობა, რომელიც ძალიან მიყვარს. გუშინდელი საღამო ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ გიომ თავისი ვარსკვლავი დატოვა, ხალხში სიყვარული დატოვა. გიო ჩემი ამოჩემება კი არ იყო, ჩარჩოში ნამღერი სიმღერები არ მიყვარს მე. გიოს არ აქვს ჩარჩოები და ესეც ერთ-ერთია, რაც ძალიან მიყვარს მასში.

- მან გადაწყვიტა, რომელი დუეტი უნდა გემღერათ გუშინ?

- კი. იმდენი ადამიანი დაქორწინდა ამ სიმღერაზე და იმდენი სიყვარული დაიბადა, სხვა არც მიფიქრიაო, მითხრა. მართლა ყველანაირი გარდატეხა მოახდინა ამ სიმღერამ.

- ყველაზე სევდიანი "ნუში" იყო ალბათ გუშინ...

- ეს იყო ყველაზე რთულად სამღერი "ნუში" ჩემს ცხოვრებაში. არასდროს დამავიწყდება ეს საღამო. იმის გარდა, რომ უნდა მემღერა, კიდევ ძალიან ბევრი განცდა მქონდა შიგნით. მისი ხელი მეჭირა ხელში, ვხედავდი მარტო გიოს და ყველა მის მოძრაობას ვაკვირდებოდი, ვნერვიულობდი, ძალიან ვნერვიულობდი. ამიტომ ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო ეს დუეტი ჩემთვის.

"მიყვარხართ ძალიან და დიდი მადლობა, რომ მამხნევებთ" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა გუშინ გიო ფილარმონიაში შეკრებილ მის გულშემატკივარს მომავალ შეხვედრამდე.

წყარო: