loader

"ვინც ჩემი შვილის ღირსება შელახა, არ ვაპატიებ არავის... ჩემი შვილის მეორედ მოკვლას ცდილობენ" - ზაზა სარალიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ჩემი შვილის ღირსება შელახა, არ ვაპატიებ არავის... ჩემი შვილის მეორედ მოკვლას ცდილობენ" - ზაზა სარალიძე

სისტემამ გადაწყვიტა, დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან განაცხადა.

"დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და პასუხისგებაში იქნან მიცემულნი შოთაძე, კაპანაძე, ფხაკაძე, მირზა სუბელიანი და მისი ცოლი... ახლავე გამოვიდეს ნაძირალა შოთაძე და პასუხი გამცეს. არავითარი შეხვედრა. დაუყოვნებლივ საჯაროდ მისცენ პასუხისგებაში შოთაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში.

ყველა შვილმოკლულ მშობელს ვეხვეწები, დამიდექით გვერდით. დღეს ჩემი შვილის ღირსება შეილახა. არ მივცემთ ამათ ჩემი შვილის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. სად არის გახარია, სად? სისტემამ გადაწყვიტა, დამეჯახოს. მე ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მისი მეორე შვილის უსაფრთხოება.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ასევე: "დაუყოვნებლივ გადადგნენ, ვაი მაგათ პატრონს, 6 თვე შეურაცხყოფას მაყენებენ" - ზაზა სარალიძე

"დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები" - ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს

რა ხდებოდა სასამართლოში, როდესაც მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

"გზას ნუ მიღობავთ, შემომიერთდით ყველა" - ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"მკვლელებო, მკვლელებო" - რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც განაჩენის გამოცხადებას არეულობა მოჰყვა