loader

"ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ დამნაშავე ან ეჭვმიტანილი ყოფილიყო, მე თვითონ დავახრჩობდი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის მხარდასაჭრად მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ დამნაშავე ან ეჭვმიტანილი ყოფილიყო, მე თვითონ დავახრჩობდი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის მხარდასაჭრად მივიდა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭრად მთავარ პროკურატურასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ. რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში ცნო დამნაშავედ. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს. 


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: "7 საათზე ჩემ გვერდით დადექით" - ზაზა სარალიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს 

მძიმე კადრები - მოკლული დავით სარალიძის მშობლების ემოციური შეხვედრა

"შვილი დამიჩეხეს და თქვენ ვის იცავთ, ხალხი არ ხართ?" - ზაზა სარალიძის ემოციური მიმართვა პოლიციელებს

რა ხდებოდა სასამართლოში, როდესაც მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

"მკვლელებო, მკვლელებო" - რა ვითარებაა სასამართლოსთან, სადაც განაჩენის გამოცხადებას არეულობა მოჰყვა