loader

კადრები სვეტიცხოვლიდან, სადაც პრინ­ცმა ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სვეტიცხოვლიდან, სადაც პრინ­ცმა ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს

ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა პრინ­ცმა ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერა მცხეთაში სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში შედგა. ამის შემდეგ კი სტუმ­რებს სა­ზე­ი­მო ვახ­შამ­ზე მცხე­თა­ში, "შატო მუხ­რან­ში" უმას­პინ­ძლე­ბენ.

ჯვრის­წე­რის წინა სა­ღა­მოს "შატო მუხ­რან­ში" გალა სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. სა­მე­ფო წყვილ­მა სტუმ­რე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მი­ი­ღო. პრინ­ცე­სა ქრის­ტი­ნე კი წი­თელ კა­ბა­ში მარ­თლაც თვა­ლის­მომჭრე­ლი გახ­ლდათ.

ქარ­თვე­ლი პრინ­ცი და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ოთხი წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ლი მათ ეს­პა­ნეთ­ში ქა­ლაქ რონ­და­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ წყვილ­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახლო მე­გობ­რე­ბი რონ­დას ვი­ლა­ზე შეკ­რი­ბა. ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურს ხე­ლის­მომ­კი­დედ მისი ფრან­გი მე­გო­ბა­რი სენ­დი ტრე­ბუ­ი­ლი ჰყავ­და. ხუ­ან­მა ხე­ლის­მომ­კი­დედ ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მად­რი­დი­დან გონ­ფა­ლო სალ­გა­დო ასენ­სიო აირ­ჩია. ქორ­წილ­ში პა­ტარ­ძალს კრის­ტი­ან დი­ო­რის თეთ­რი კაბა, ხოლო ხუ­ანს არ­მა­ნის სა­მე­უ­ლი ეცვა.

ასევე იხილეთ: კადრები ქართული სამეფო ქორწილიდან: ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს