loader

რა ქონებას ფლობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ქონებას ფლობს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი

დედაქალაქში მეტროსადგურები დაკეტილია, ამის მიზეზი კი მეტროს მემანქანეთა გაფიცვაა, რომლებიც ხელფასის ზრდას ითხოვენ. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი, მათი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

ამის ფონზე "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ანაზღაურება აქვს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორს. 2018 წლის 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორის, მამუკა კობახიძის შემოსავალი 2017 წლის 21 ნოემბრიდან-31 დეკემბრის პერიოდში 13 333,33 ლარი იყო. რაც შეეხება წლიურ შემოსავალს ამ პოსტზე, ამის გარკვევას "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ყოფილი დირექტორის, ნუგზარ ჭეიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან შევეცადეთ, თუმცა, მას აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. იხილეთ სრული სტატია


იდეოს ავტორი: ნარიტა ჩხაიძე