loader

მთავრობის კანცელარია: "ჩვენს FACEBOOK გვერდზე დაფიქსირდა "ტროლინგი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის კანცელარია: "ჩვენს FACEBOOK გვერდზე დაფიქსირდა "ტროლინგი"

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა "ტროლინგი", რაც ნათელია, რომ განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქგვერდის" ადმინისტრაციის დისკრედიტირება, – ამ განცხადებას მთავრობის კანცელარიაში აკეთებენ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშაბათ საღამოს გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ "ტროლინგი", რომელსაც კონკრეტული ჯგუფები, "ფეისბუქმომხმარებლები", პროტესტის ფორმის გამოსახატად იყენებენ.

მათი განმარტებით, პოსტზე რეაქციების მატებას კრიტიკული ან არაეთიკური კომენტარები მოჰყვა. "ამ პროცესზე გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები. დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების, ე.წ. ლაიქ-პროცესის დისკრედიტირების მიზნით გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის", – განაცხადეს კვირიკაშვილის პრესსამსახურში.