loader

"ბავშვებს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, ზედმეტი არაფერი ყოფილა" - 51-ე სკოლის პედაგოგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვებს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, ზედმეტი არაფერი ყოფილა" - 51-ე სკოლის პედაგოგი

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, 8 ივნისს მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის დამრიგებელი აცხადებს, რომ ბავშვებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

თინათინ კვიტაიშვილი ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში იმყოფებოდა.შეგახსენებთ, 51-ე საკარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში, სკოლის მანდატურები გამოკითხეს.საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად, გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.