loader

ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - როგორ გამოიყურება ტაძარი ამჟამად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - როგორ გამოიყურება ტაძარი ამჟამად

ქართველი ექსპერტების ჯგუფი ოშკის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო. ოშკის რეაბილიტაციას, ქართველი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, თურქეთის მხარე უზრუნველყოფს. იწყება ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვანი შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ტაძრის მთლიანი ქსოვილის აღჭურვას სპეციალური დეტექტორებით თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ, კონკრეტული სამუშაოები კი სწორედ ციფრული მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება. მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც.

საქართველოდან გაგზავნილ 4-კაციან ჯგუფში შედიან: არქიტექტორ–რესტავრატორი,არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი. თურქეთმა გადაუდებელი პროექტის სახით ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები 21 მაისს დაიწყო. ახლახანს ტაძარში აქამდე უცნობი წარწერა და სავარაუდოდ, მე-10 საუკუნის ტაძარზე უფრო ადრინდელი ნაგებობის კვალი აღმოჩნდა. ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აგებული.