loader

ამერიკელ ბიზნესმენს თანასოფლელი სახლში ნაჯახით მიუვარდა, მანქანა დაუმტვრია და მოკვლით დაემუქრა - რა მოხდა კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელ ბიზნესმენს თანასოფლელი სახლში ნაჯახით მიუვარდა, მანქანა დაუმტვრია და მოკვლით დაემუქრა - რა მოხდა კახეთში

კახეთში, სოფელ ნუკრიანში მცხოვრები ამერიკელი ბიზნესმენის, ატეფ ეზზატ აზიზის ოჯახს თანასოფლელი სახლში ნაჯახით მიუვარდა, მანქანა დაუმტვრია და მოკვლით დაემუქრა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში კვლავ გაათავისუფლა. მასზე შემაკავებელი ორდერი არ გამოწერილა, თუმცა დაზიანებული ავტომანქანა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ოჯახის თქმით, კაცი მკვლელობისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს კაცი მათ მოკვლით ემუქრება. მომხდარის მედიაში გახმაურების შემდეგ, უკვე დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელიც ამერიკის მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციამ ხელახლა დააკავა.