loader

"თავის არეში დაზიანებები ჰქონდა... ერთად იყვნენო სადღაცო" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავის არეში დაზიანებები ჰქონდა... ერთად იყვნენო სადღაცო" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



ავტორი: თიკო გურაშვილი


იხილეთ ასევე: "თავის არეში დაზიანებები ჰქონდა... ერთად იყვნენო სადღაცო" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე