loader

"სახე ჰქონდა დაზიანებული რაღაც ბლაგვი საგნებით თუ სამშენებლო ნარჩენებით" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახე ჰქონდა დაზიანებული რაღაც ბლაგვი საგნებით თუ სამშენებლო ნარჩენებით" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



ავტორი: თიკო გურაშვილი


იხილეთ ასევე: მკვლელობა თბილისში - ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, 35 წლის მამაკაცი მოკლეს

ვინ იყო 34 წლის მამაკაცი, რომლიც დღეს დილით საკუთარ სახლთან მოკლეს