loader

ვინ იყო 34 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს დილით საკუთარ სახლთან მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 34 წლის მამაკაცი, რომელიც დღეს დილით საკუთარ სახლთან მოკლეს

მამაკაცი, რომელიც ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მას მკვლელობის ბრალდებით დააკავებენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ სავარაუდო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


იხილეთ ასევე:  "სახე ჰქონდა დაზიანებული რაღაც ბლაგვი საგნებით თუ სამშენებლო ნარჩენებით" - რას ამბობენ ადგილობრივები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა თბილისში - ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, 35 წლის მამაკაცი მოკლეს