loader

ექსკლუზიური კადრები: ერთ-ერთი ფიტნეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ, პოლიციამ თხრილში იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები: ერთ-ერთი ფიტნეს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ, პოლიციამ თხრილში იპოვა

32 წლის მა­მა­კაცს, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დიღ­მის მა­სივ­ში არ­სე­ბულ მი­ტო­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წყლით სავ­სე თხრილ­ში მი­აკ­ვლი­ეს. "პალიტრავიდეოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ერთ-ერთი ფიტ­ნეს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის თხრი­ლი­დან უვ­ნებ­ლად ამო­იყ­ვა­ნეს. ამო­საყ­ვა­ნად სა­ჭი­რო გახ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ძა­ხე­ბაც.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლო­ში 20 ივ­ნისს შე­ვი­და. პო­ლი­ცი­ას ახალ­გაზ­რდა ქალ­მა მი­მარ­თა და აც­ნო­ბა, რომ მისი მე­უღ­ლე 18 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე, გა­ვი­და სახ­ლი­დან და არარ გამოჩენილა. ქალ­ბა­ტო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის მე­უღ­ლეს გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ახერ­ხებ­დნენ.

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ - სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი 18 ივ­ნისს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლი­ცი­ის მიერ გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რის გა­და­მოწ­მე­ბით მისი კვა­ლი ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ქრე­ბო­და. პო­ლი­ცი­ამ მისი ბოლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მიმ­დე­ბა­რე უბ­ნებ­ში და და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძო ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მას 22 ივ­ნისს მი­აკვლი­ეს.