loader

კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი - მათი ერთდროულად გამოვლენის დროს არ დააყოვნოთ ექიმთან ვიზიტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი - მათი ერთდროულად გამოვლენის დროს არ დააყოვნოთ ექიმთან ვიზიტი

სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა უხშირესად ბოლო სტადიებზე, უკვე შორს წასულ და დაგვიანებულ ეტაპზე ხდება, მაშინ, როცა სიმსივნური უჯრედები მთელ ორგანიზმშია გავრცელებული. ამ მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის დროულად გამოვლენას.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაასახელეს კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი. აღნიშნულ სიმპტომთა ერთდროულად გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავაყოვნოთ ექიმთან ვიზიტი. ამ გზით შესაძლებელი იქნება დაავადების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

უპირველესად, ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რადგან ის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროცესში ხანგრძლივად მომატებულია 37,1-38,0 გრადუსის ფარგლებში. ტემპერატურის მომატება არ არის ჭეშმარიტი ონკოლოგიური სიმპტომი, თუმცა, ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანია - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოების მედიკოსები კიბოს გამოხატული სიმპტომებიდან ასახელებენ წონაში კლებას აუხსნელი მიზეზით, როცა ადამიანი არც სპორტს მისდევს და არც დიეტას იცავს. არაჯანსაღი ორგანიზმის მანიშნებელია აგრეთვე მუდმივად ძილიანობა და მომატებული დაღლილობის შეგრძნება, რაც მთავარია, უმიზეზოდ, როდესაც ამ სიმპტომებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ადამიანი მას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს.

სპეციალისტებმა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სიმპტომებად გამოყვეს ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები ტუჩებზე.