loader

მოსამართლემ 20 წლის მამაკაცს, რომელსაც ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას და 20 ლარის წართმევას ედავებიან, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსამართლემ 20 წლის მამაკაცს, რომელსაც ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას და 20 ლარის წართმევას ედავებიან, 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

9-წლიანი პატიმრობა 20 ლარისთვის - მსგავსი გადაწყვეტილება გიორგი თევზაძეს მოსამართლე ნათია გუდაძემ მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მსჯავრდებულის ოჯახისთვის. თევზაძის მამა ჰყვება, რომ განაჩენით გაოცებულები იყვნენ პროკურორებიც. სახელმწიფო ბრალდება 20 წლის ახალგაზრდას დანის მუქარით ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას და 20 ლარის წართმევას ედავებოდა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები თევზაძის წინააღმდეგ არ არსებობს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი თევზაძემ ტაქსის მძღოლი მაშინ დააყაჩაღა, როდესაც ის სახლთან მივიდა და მგზავრობის საფასური უნდა გადაეხადა. ექსპერტიზამ ტაქსიში თევზაძის ვერც თითის ანაბეჭდები და ვერც გენეტიკური კვალი ვერ აღმოაჩინა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.