loader

შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და რამდენიმე მეტრი სახურავზე გასრიალდა - საშინელი ავარია ავტობანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და რამდენიმე მეტრი სახურავზე გასრიალდა - საშინელი ავარია ავტობანზე

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს "აუდის", "ტოიოტას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, "აუდის" მარკის ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც "ჯერ "მერსედესის", ხოლო შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა და რამდენიმე მეტრი სახურავზე გასრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. "აუდის" მარკის ავტომობილს 49 წლის მამაკაცი მართავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილში კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ვიდეოს ინფო რუსთავი ავრცელებს.