loader

საქართველოს რვა რეგიონში ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს რვა რეგიონში ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება.

"ფუძეობა" კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია "დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს".

თითოეულ ღონისძიებაზე რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის, რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და ნამუშევრები წარადგინონ. ფესტივალზე რეგიონის მასშტაბით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში საფესტივალო ქალაქი მოეწყობა. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ,  კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო დააგემოვნონ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი, მკლავჭიდი, ჭიდაობა.

"ფუძეობაზე" მისული სტუმრები რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშების ხილვას შეძლებენ, ისეთების, როგორებიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა და შუბოსნობა. გარდა ამისა, საბავშვო გასართობი კუთხეც მოეწყობა.

ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე, ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები
პრიზებით დაჯილდოვდებიან.