loader

კადრები სასამართლოდან, სადაც ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სასამართლოდან, სადაც ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობდა

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა. მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა. თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. 


იხილეთ ასევე: "პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა" - თამთა ჯანჯღავას განცხადება სასამართლო პროცესზე

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას დედის პირველი კომენტარი

რა ხდებოდა ავტომობილში ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე? - საქმის ახალი დეტალები

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები