loader

მთელი საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთელი საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა წარადგინა

მთელი საქართველოს ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა, BOG Fintech წარადგინა.
ღია ბანკინგი მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. Fintech სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობასა და ამ გზით მომხმარებლისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას ისახავს.

როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, საქართველოს ბანკი პირველია, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ან გასავითარებლად რესურსი არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის, Fintech ჰაკათონების მოწყობაა დაგეგმილი.

კონკურსის გამარჯვებულებს გრანტები გადაეცემათ და საშუალება ექნებათ პროექტის განვითარება საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ.

აღსანიშნავია, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ე.წ. API სენდბოქსი შექმნა. ეს არის მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API-ა ხელმისაწვდომი.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით 14–16 სექტემბერს პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება, რომელიც გადასახადების მიმართულებით საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები ვებგვერდ fintech.ge-ზეა ხელმისაწვდომი.