loader

კადრები უკომენტაროდ: ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უკომენტაროდ: ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა. სარალიძე მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების ჯგუფი უწყებასთან გუშინ მიიყვანეს.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, "მათ შორის, მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ".

ამასთან, სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შსს-თან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.


იხილეთ ასევე: რამდენჯერაც აქცია დაგვეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი - ზაზა სარალიძე